ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს. ამის შესახებ ცნობას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინი უკრაინას ტერიტორიულ და ან სხვა ტიპის დათმობას მოსთხოვს. სტატიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაა ხაზგასმული, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს უნდა მოიცავდეს და მის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას უნდა გამორიცხავდეს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის მთავარი მიზანია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდეს, ამიტომ შესაძლოა, უკრაინა აიძულოს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
