საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, იტალიაში საქართველოს პირველი ელჩის, ბეგი თავართქილაძის თაოსნობით, ცენტრალურ არქივს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობის არქივი გადაეცა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, იტალიაში საქართველოს პირველი ელჩის, ბეგი თავართქილაძის თაოსნობით, ცენტრალურ არქივს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობის არქივი გადაეცა. 5 ენაზე შესრულებულ 400 გვერდიან დოკუმენტში, თავმოყრილია საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ისტორიული დიპლომატიის ელემენტები და ნიმუშები. მეცნიერებს დოკუმენტის დამუშავების შესაძლებლობა ეროვნულ არქივში ექნებათ.
