ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მეორე დღე, მნიშვნელოვანი შეხვედრებით გრძელდება
ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მეორე დღე, მნიშვნელოვანი შეხვედრებით გრძელდება. მაკა ბოჭორიშვილი რამდენიმე კოლეგას, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. პირველი კანონმდებელი ნიუ დელიში მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში. პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდზე. ისაუბრა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, შუა დერეფანზე და აღნიშნა, რომ არსებობს პროექტები, რომლის განხორციელებაც, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ ეხება ჩვენს ქვეყანას. პანელურ დისკუსიაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე. განაცხადა, რომ ამ გამოწვევას საქართველო ეკონომიკური განვითარებით და სწორი რეფორმებით პასუხობს.
