2024-ის წლის მეოთხე კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 2217 ლარი შეადგინა
2024-ის წლის მეოთხე კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რვა მთელი ხუთი მეათედი პროცენტით, გაიზარდა და 2217 ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, შედარებით მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო, სადაზღვევო და სამშენებლო სფეროებში დაფიქსირდა.
