ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.
