თავისუფლების ქანდაკება შეერთებულ შტატებში დარჩება - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ფრანგ ევროპარლამენტარს, რაფაელ გლუკსმანს
თავისუფლების ქანდაკება შეერთებულ შტატებში დარჩება - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ფრანგ ევროპარლამენტარს, რაფაელ გლუკსმანს, რომელმაც შტატებს, თავისუფლების ქანდაკების საფრანგეთისთვის დაბრუნება მოსთხოვა. მოტივად, შტატების მიერ დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევა დაასახელა. თავისუფლების ქანდაკება, რომლის ავტორიცაა ფრანგი სკულპტორი, საფრანგეთმა შეერთებულ შტატებს მეგობრობის ნიშნად აჩუქა. საჩუქრის უკან დაბრუნების მოთხოვნის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა გლუკსმანს, მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთისთვის შტატების მიერ გაწეული დახმარება შეახსენა.