არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ახლა - განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა
არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ახლა - განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. ლივიტის თქმით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზეც გეგმავს საუბარს.
