ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს ოპტიმისტური განწყობა აქვს
ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს ოპტიმისტური განწყობა აქვს - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კენედის ცენტრში სტუმრობისას, ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე, შტატების შუამავლობით, შეძლებს ცეცხლის შეწყვეტას და საბოლოოდ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
