სპორტის მინისტრი „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის მინისტრი „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ, მათ ქართული რაგბის განვითარების გეგმა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ექვსი ერის ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს, სპორტის მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს „რაგბი ევროპის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას.