ბორჯღალოსნების ტრიუმფი
2025 წლის 16-მარტი კიდევ ერთი თარიღია, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ მოიგო, წარმატებული თამაშის შემდეგ კი მორაგბეების ბოლოდროინდელი შრომა სათანადოდ დაფასდა და მათ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.