აქტიურ ფაზაშია სააკაშვილის კიდევ ერთი მძიმე ბრალდების საქმის განხილვა
აქტიურ ფაზაშია სააკაშვილის კიდევ ერთი მძიმე ბრალდების საქმის განხილვა. 7 ნოემბრის ეპიზოდზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც უკანონო ბრძანების შესახებ ისაუბრა. მოწმემ გაიხსენა, როგორ დაურეკეს და უთხრეს, რომ „იმედში“ პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის კაბელი უნდა გაენადგურებინა, ან ისე დაეზიანებინა, რომ მაუწყებლობის მარტივად აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოდიოდა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
