მერაბ გელაშვილი „კარატე ერთი - პრემიერ ლიგის“ ჩემპიონი გახდა
მერაბ გელაშვილი „კარატე ერთი - პრემიერ ლიგის“ ჩემპიონი გახდა. ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, „პრემიერ ლიგაზე“ მერაბ გელაშვილმა 84 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ირანელი სპორტსმენი დამაჯერებლად, ანგარიშით ხუთით სამი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ქართველმა კარატისტმა გერმანიის, იტალიის, საუდის არაბეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელი მატეო ავანცინი დაამარცხა. ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.
