სტემ სკოლა ბათუმში – ინოვაციური განათლების ახალი სივრცე ბათუმში გაიხსნა
სტემ სკოლა ბათუმში – ინოვაციური განათლების ახალი სივრცე ბათუმში გაიხსნა. იხსნება! ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიური განათლების განვითარების მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხების საშუალებას მისცემს. სკოლა განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. Skillwill-ის STEM სკოლა ფუნქციონირებას Hive Tech Hub-ის ახალ სივრცეში დაიწყებს, რომელიც ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის #129-ში მდებარეობს. Hive Tech Hub აქტიურად ემზადება ტექ კომპანიებისა და ინოვაციური პროექტების მისაღებად, რაც ამ სივრცეს ტექნოლოგიური განათლებისა და განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.
