საგარეო საქმეთა მინისტრი, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ყოველწლიურად ინდოეთში იმართება. დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა, ასევე ორმხრივი შეხვედრები. გეოპოლიტიკური დინამიკა, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები - ამ საკითხებზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები კონფერენციაზე მსჯელობენ.
