ოპოზიციაში დაპირისპირებაა
ოპოზიციაში დაპირისპირებაა, საკუთარ მხარდამჭერებს დაპირება ვერ შეუსრულეს და მათი ერთობა ფაქტობრივად წარსულს ჩაბარდა. ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე თვე დაჭირდა, მარტივი ჭეშმარიტების აღიარებისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარაა. ლევან ხაბეიშვილი ღიად ამბობს, რომ ზურაბიშვილის მოსაზრებები საერთოდ არ აინტერესებს. ოპოზიციის ნაწილი ახლა კოორდინაციაზე ალაპარაკდა, თუმცა არიან ისეთებიც ვინც ამბობს, რომ ამის წინააღმდეგი სააკაშვილის პარტიაა. ოპოზიციაში განხეთქილება არ უკვირს სახელისუფლებო გუნდს.
