ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც საქართველოზე ზეწოლას ეხება, არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც საქართველოზე ზეწოლას ეხება, არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონკრეტული პირების მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესი იკვეთება, რომ ალტერნატიული დღის წესრიგი შექმნან და ხელი შეუწყონ რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ ნაბიჯებს. კალასმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია.
