პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
საუბარია გამოძიებაზე, რომელიც საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პარლამენტთან და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ადგილზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, ე.წ-მა ,,მარშებმა“ და სხვა ღონისძიების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
