მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-დელიში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ. ნიუ-დელიში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში; ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან. Raisina Dialogue მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელსაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის.
