ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაცემული შეწყალებები ბათილად ცნო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაცემული შეწყალებები ბათილად ცნო. დონალდ ტრამპის თქმით, ექვსი იანვრის საგამოძიებო კომიტეტის წევრებზე გაცემული საპრეზიდენტო შეწყალებებზე არა პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა, არამედ ავტომატურად გენერირებული ხელმოწერაა დატანილი. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ბაიდენმა არც კი იცოდა, მისი სახელით რა დოკუმენტებს აწერდნენ ხელს.
