რუსთავში, თბილისის მიმართულებით, ავტობუსის კიდევ ერთი ახალი, მეხუთე მარშრუტი ამოქმედდა
რუსთავში, თბილისის მიმართულებით, ავტობუსის კიდევ ერთი ახალი, მეხუთე მარშრუტი ამოქმედდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან იმოძრავებს და მგზავრებს თბილისის რკინიგზის სადგურამდე გადაიყვანს. რუსთავიდან თბილისში მუნიციპალური ავტობუსები უკვე ხუთ სხვადასხვა მარშრუტზე დადიან.