შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. დაკავებულია 2002 წელს დაბადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი. სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
