ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას დაფინანსება შეუწყვიტა
ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას დაფინანსება შეუწყვიტა. „რადიკალური ამერიკის ხმა“ - ამ სათაურით აქვს თეთრ სახლს გამოქვეყნებული განცხადება. ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის მტკიცებულებად მოყვანილია ციტატები. საქართველოშიც ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების მიერ სუბიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების არაერთ ფაქტს იხსენებენ.
