გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. „ოლიმპიკმა“ საკუთარ სტადიონზე „ლე ავრი“ 4-2 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა კი, რომელმაც მხოლოდ ბოლო 13 წუთი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ათბალიანი სისტემით მიქაუტაძეს 9.1 მეათედი შეფასება დაუწერეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
