საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტიტე კალანდაძის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ბოსნიელები 2-ბურთიანი სხვაობით, 22-20 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა. ოთხ ტურში დაგროვებული ოთხი ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 8 მაისს, თბილისში ბერძნებთან გამართავენ.
