ბოსნიის ჩემპიონატის 22-ე ტურში სარაევომ იგმანს ქართველი ფეხბურთელების გოლებით 2:1 მოუგო
ბოსნიის ჩემპიონატის 22-ე ტურში სარაევომ იგმანს ქართველი ფეხბურთელების გოლებით 2:1 მოუგო. თავი ვასილიოს გორდეზიანმა და გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინეს. გორდეზიანი ბოსნიურ კლუბს იანვარში შეუერთდა და ამ კლუბში სულ მესამედ ითამაშა. ქართველმა სადებიუტო გოლი 44-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ხოლო გულიაშვილმა 59 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ის ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია.