იტალიის სერია ბეს 30-ე ტურში ფროზინონემ, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს ბრეშა 2:1 დაამარცხა
იტალიის სერია ბეს 30-ე ტურში ფროზინონემ, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს ბრეშა 2:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი კი ძლიერი დარტყმით მე-16 წუთზე მიითვალა და იმ დროისთვის ანგარიში გახსნა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს.