უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო გააკრიტიკა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო გააკრიტიკა. განცხადება ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან ევროკავშირს უკრაინის კოლონიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია. ორბანმა ასევე ბრძოლა გამოუცხადა იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების „ჩრდილოვან არმიას“, რომლებიც ანაზღაურებას ბრიუსელიდან, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჯორჯ სოროსისგან იღებენ.
