ვოლოდიმირ ზელენსკი: შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან წამოყენებულ დამატებით პირობებს არ უნდა დათანხმდეს
„შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან წამოყენებულ დამატებით პირობებს არ უნდა დათანხმდეს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას არ დათანხმდება, ტრამპმა მოსკოვის მიმართ მკაცრი და პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს.
