კიტ კელოგი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა
კიტ კელოგი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მანამდე გენერალი კიტ კელოგი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, უკრაინასთან სიახლოვის გამო, მოლაპარაკებებიდან კელოგის ჩამოშორება მოითხოვა.
