UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის დამარცხება შეძლო
UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის დამარცხება შეძლო. ქართულ-იტალიური დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და საბოლოოდ გამარჯვება 36 წლის მებრძოლს დარჩა. რომანმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. ეს მისთვის შერეულ ორთაბრძოლებში მე-15 გამარჯვება იყო.
