საქართველო VS ესპანეთი
დღეს რაგბი ევროპის გამარჯვებული გამოვლინდება. მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველი ბორჯღალოსნების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და საქართველომ 62:32 მოიგო. ქართველი მორაგბეები გამარჯვების შემთხვევაში ტიტულს ზედიზედ მერვედ და ისტორიაში მე-17-ედ მოიპოვებენ. შეხვედრა16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს, კი ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.