22 წელი სატელევიზიო სივრცეში
22 წელი სატელევიზიო სივრცეში. „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. დღეს „იმედი“ ყველაზე სანდო და რეიტინგული არხია ქართულ ტელე და რადიო სივრცეში. „იმედი“ მაყურებელს მაღალ რეიტინგულ გადაცემებსა და საინტერესო პროგრამებს მაღალი გარჩევადობის უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით სთავაზობს. საქართველოში მოქმედი რეიტინგების დამთვლელი ორივე კომპანიის მონაცემებით, „იმედი“ სატელევიზიო სივრცის უკონკურენტო, უპრეცედენტო და უპირობო ლიდერია
