დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უქმეების გასატარებლად ვაშინგტონიდან ფლორიდაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს
