ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“
ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“. გაყიდეს პარტიის მთავარი შენობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი სამ მილიონ 200 ათასად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დავით კირკიტაძეა. ის, რომ პარტიას ფინანსური კრიზისი აქვს, ამას ადასტურებს მათ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, თუმცა არაფერია ნათქვამი რა ფასად გაყიდეს შენობა. რა ინტერესი ჰქონდა შენობის ახალ მფლობელს? დავით კირკიტაძე ქრონიკის კითხვას არ პასუხობს. საკითხს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა. დაწერა რომ ეს თემა, არც პარტიის აქტივთან განხილულა და არც პოლიტსაბჭოს წევრებთან, რაც საწყენია
