ხვალ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია
ხვალ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩამდე 1 დღით ადრე მიხეილ მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გაიმართა. სატიტულო შეხვედრა 16 მარტს 16:00 საათზე დაიწყება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტულს მოიპოვებენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ