საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. ყრილობაზე პრეზიდენტის გარდა აირჩევენ ვიცე პრეზიდენტს და კომისიების თავმჯდომარეებს. გამგეობის გადაწყვეტილებით, რიგგარეშე ყრილობაზე ხმის უფლების მქონე რაოდენობა 60 დელეგატით განისაზღვრა
