კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს. უკვე ცნობილია, რომ პრემიერ მინისტრის რანგში იგი პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვევა
