სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას, რომელმაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, ევროკავშირის პროკურატურა იძიებს
სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას, რომელმაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, ევროკავშირის პროკურატურა იძიებს. გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ევროკავშირის სახსრების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი
