საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა, ორი ქვეყნის პარტნიორობა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა, ორი ქვეყნის პარტნიორობა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ეს საკითხები განხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ. მმართველი გუნდის შეფასებით, ამ შეხვედრით დადასტურდა ის, რომ მოხდება ურთიერთობების გადახედვა, იმ ურთიერთობების, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა
