„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია. გაყიდეს პარტიის მთავარი შენობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი სამ მილიონ 200 ათასად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძეა. ის, რომ პარტიას ფინანსური კრიზისი აქვს, ამას ადასტურებს მათ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც წერია, რომ ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის