მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი, ორი ქვეყნის პარტნიორობა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ეს საკითხები განხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად
