აზერბაიჯანი-სომხეთის შეთანხმება
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, სამშვიდობო ხელშეკრულების დოკუმენტი შეათანხმეს. ერევანი იმ ორ სადავო მუხლს დათანხმდა, რომლებსაც დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდა. ახლა მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის დრო და თარიღი უნდა შეათანხმონ. ყარაბაღის საკითხზე მნიშვნელოვან მიღწევას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მშვიდობისკენ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯად აფასებენ.
