სასამართლო დავა
პროფესიული კავშირების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს სიემსის სარჩელი არ დააკმაყოფილოს. პროფკავშირები სიემსის, კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას. შეგახსენებთ რომ კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით სასამართლოს გუშინ მიმართა. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე.
