პიტერ სიიარტოს განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ცენტრალურ ევროპას მშვიდობის იმედი დაუბრუნა
პიტერ სიიარტოს განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ცენტრალურ ევროპას მშვიდობის იმედი დაუბრუნა. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსზე დაწერა, უნგრეთი ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ისინი მუდმივად ამბობდნენ, რომ მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლის შეწყვეტით არის შესაძლებელი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად სამშვიდობო ძალისხმევა გაგრძელდება.
