განათლებისა და მეცნიერების გამოწვევებსა და ახალ პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების გამოწვევებსა და ახალ პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო. ალექსანდრე წულაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები დიალოგის წარმართვის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის სასარგებლო პლატფორმაა.
