ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა. მონაცემები საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს.