დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთსა და ამერიკაშიც თანხმდებიან, რომ შეთანხმების მისაღწევად ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი საუბარია საჭირო
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთსა და ამერიკაშიც თანხმდებიან, რომ შეთანხმების მისაღწევად ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი საუბარია საჭირო. პესკოვმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. კრემლის პრესმდივნის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების მიმართ დონალდ ტრაპის პოზიციას იზიარებს, თუმცა მას შეკითხვები აქვს, რაზეც პასუხი ამერიკამ და რუსეთმა ერთად უნდა გამონახონ.
