ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. დაკავებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.
