მკაცრი ნარკო პოლიტიკა - საკანონდებლო ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს
ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის მიხედვით, კანონი მკაცრი იქნება ნარკო რეალიზატორების მიმართ. გარდა ამისა, ცვლილება ეხება ნარკოლოგიური შემოწმების რეგულაციას. ხელისუფლება ანტინარკოტიკული რეფორმის მიზანს კიდევ ერთხელ განმარტავს. ამბობენ, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში, ასევე მოქალაქეების დაცვისთვის ეფექტიანი ზომებია მისაღები.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
