ჯეი დი ვენსის განცხადებით, ის შოკირებული იქნებოდა, დონალდ ტრამპს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის გავრცელება რომ სურდეს
ჯეი დი ვენსის განცხადებით, ის შოკირებული იქნებოდა, დონალდ ტრამპს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის გავრცელება რომ სურდეს. "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუს დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც რუსული აგრესიის შეკავების საშუალებად ბირთვული იარაღის, პოლონეთის ტერიტორიაზე გადატანას გულისხმობს. ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია, თუმცა ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებით, ტრამპი ამ იდეას დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს.
